რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებას ოკუპაცია ანექსიისკენ მიჰყავს - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 11:55, 26 Nov, 2014     1376

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, მარგველაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ლატვიელ კოლეგასთან განიხილა:

„ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა დღეს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგა კიდევ ერთხელ მწვავედ საკითხი ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტისა და მისი განმტკიცების, მაშინ როდესაც რუსეთმა გადადგა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ შეიქმნა ხელშეკრულება, რომელსაც ფაქტობრივად ეს ოპკუპაცია ანექსიამდე მიჰყავს. ეს ვიზიტი ხაზგასასმელია იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ მეგობრობას და მხარდაჭერას.

მინდა მადლობით აღვნიშნო აგრეთვე ის, რომ ბალტიის ასამბლეა იყო ის ვინც, ეს ე.წ. ხელშეკრულება დაგმო. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს კოლეგებს ლატვიიდან.

ჩვენ შეხვედრაზე საგანგებო ყურადღება ბალტიის ქვეყნებისა და შავი ზღვის აუზებს შორის თანამშრომლობას დავუთმეთ. მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელსაც საქართველო ავითარებს რეგიონში, როგორც ტრანზიტული ქვეყანა. ამ პროცესის კიდევ უფრო გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი შეხვედრისა დაეთმო ლატვვიის, როგორც მომავალ წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის როლს. ვისაუბრეთ იმ შთამბეჭდავ ორმხრივ ურთიერთობებზე, რომლებსაც კიდევ დიდი პოტენციალი აქვთ გაღრმავებისა. პოლიტიკური ფორმატი არის განსაკუთრებით წარმატებული, როგორც ორმხრივ ფორმატში ნათლად ჩანს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატები კიდევ უფრო გაფართოვდეს. ხელი ეწერება ხელშეკრულებებს, საგარეო, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42