რუსეთის ქმდებებთან დაკავშირებული ორი რეზოლუციის შეჯერებას დეპუტატები დღეს პარლამენტის სესიაზე შეეცდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის განხილვა გვიან საღამოს დასრულდა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
უმრავლესობის რეზოლუციის სამუშაო ვარიანტში აქცენტი, გაეროს უშიშროების მოწვევის საგანგებო სხდომაზე კეთდება. „ქართული ოცნება“ არ გამორიცხავს პრაღის კონსულტაციების საკითხის გადახედვას და ჟენევის ფორმატის გაძლიერებაზე საუბრობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დოკუმენტისგან განსხვავებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში საუბარი არ არის სანქციებზე.
სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, შეხვედრა „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ თქვა, რომ ვიღაც გვყავს დირიჟორი, მეორემ განაცხადა, რომ ჩვენ აქ ვართ ინტერაქტივი, სიტყვაც არ მოგვცეს, ავდექით და წამოვედით“, - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






