ლატვიის პრეზიდენტი საქართველოშია.მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონია, პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართება. შეხვედრების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ანდრის ბერზინს დღესვე შეხვედრები აქვს დაგეგმილი პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ხვალვე გაიმართება, ლატვიისა და საქართველოს ერთობლივი ბიზნეს ფორუმი.
„გარდა პოლიტიკური დიალოგისა, იქნება ძალიან აქტიური, ეკონომიკური, ბიზნეს და ასევე სექტორული დიალოგი. ეს ჩვენ გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად და ეფექტიანად განვახორციელოთ ყველა ის შესაძლებლობები, რასაც გვაძლევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ლატვიის დელეგაცია საქართველოს 27 ნოემბერს დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






