„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საქართველოს პრემიერ მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს.
„მე მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ გადადგეს და გადადგომამდე მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა, სადაც იქნება შეფასებული ეს უაღრესად საბედისწერო დოკუმენტი საქართველოსა და მთელი რუსეთისათვის.“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა „არჩევანის“ ეთერში.
ნათელაშვილის თქმით საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩემბერლენის ისტორიას აგონებს. როდესაც მიუხენის კონფერენციიდან დაბრუნებულმა ჩემბერლენმა ლონდონის აეროპორტში განაცხადა რომ მშვიდობას მიაღწია და რამდენიმე დღეში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ამის გამო ის წავიდა პოლიტიკიდან სამუდამოდ.
„ამათ იმდენი თავმოყვარეობაც არ აქვთ, რომ როცა ამხელა კრახი დაემართებათ, პასუხისმგებლობა იგრძნონ და გადადგნენ.“
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა რამდენიმე თვის წინ საგარეო ვიზიტებისას განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველომ პროგრესს მიაღწია. რამდენიმე დღის წინ კი განცხადება იმის შესახებ გააკეთა, რომ საქართველოს კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთი არ აფასებს და საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ახდენს.
მასალის გამოყენების პირობები






