საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რუსეთის განწირულობის ამსახველია. ამის შესახებ კომენტარი დეპუტატმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა:
„პრემიერმინისტრის ამოცანა არ არის, საზოგადოება პანიკაში ჩააგდოს, ისეთ შემთხვევაში, როდესაც დიდი გავლენის მოხდენა რაიმე საკითხზე საქართველოს არ შუეძლია. ტაქტიკური საკითხია რა არჩევანს აკეთებს პრემიერი, რა დონეზე გახსნას ესა თუ ის ინფორმაცია. მე განცხადებებში ვერავითარ პრობლემებს ვერ ვხედავ. ამაში ტრაგედია არ არის, ამა თუ იმ ხელისუფლების პოლიტიკა ფასდება ნაბიჯებით და ქმედებებით.
მე პაატა ზაქარეიშვილს ვეთანხმები იმაში, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს ის სახელმწიფოები იღებენ, რომლებიც არიან მარცხისთვის განწირულნი და იღებენ იმ დროს, როდესაც ეშინიათ. ეს არის შიშის და სისუსტის ნიშანი. შეუძლებელია ეს იყოს სხვანაირად“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






