ზაქარეიშვილის განცხადებები არის ბოდვა - გოკა გაბაშვილი
პოლიტიკა - 23:24, 25 Nov, 2014     1714

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან არსებული პრობლემების გადაჭრის მცდელობაში, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩამოიშოროს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებებს ბოდვა უწოდა:

„შოკის მომგვრელია, როცა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ზის და სად არის წასული, რა არგუმენტები მოჰყავს? აბსოლუტურად თვითკმაყოფილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი წარმატებული პოლიტიკაა. ამბობს, რომ რუსეთი ანექსიას ახორციელებს იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკა არის წარმატებული.გეტყვით რა არის ამ პოლიტიკის შედეგი, საქართველოს მთავრობა ცდილობს საქართველოს საკითხი გაქრეს საერთაშრისო არენიდან, რომ საქართველომ არ შეუქმნას დისკომფორტი რუსეთს, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კონსტრუქციულად თურმე სხვადასხვა საკითხებზე, ამაზე პრემიერმინისტრი საუბრობს, იმის მაგივრად, რომ შეეცადო საერთაშორისო საზოგადოება გვერდით დაიყენო და ეცადო რუსეთმა დიდი პოლიტიკური საფასური მაინც გადაიხადოს.

ეს არის ის შედეგი, რომელიც მივიღეთ ორი წლის განმავლობაში. მაშინ, როდესაც ამერიკას გადატვირთვის პოლიტიკა ჰქონდა, ამ პერიოდშიც კი არ ახსენეს საქართველო. ყველაფერი შეწყდა, ყველგან საქართველომ პირში წყალი დაიგუბა. რაში ვართ კონსტრუქციულები? იმაში, რომ ზაქარეიშვილი გვიხსნის, რომ არაფერი მომხდარა? თურმე სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა, არანაირი პანიკის საფუძველი არ იყო.

ორი წლის წინ შემეძლო დამეჯერებინა, რომ ეს არის გულუბრყვილობა, ნაივობა, მთავრობა მოვა და შეცვლის რაღაცას, ეს ორი წლის წინ შესაძლოა იყო მიამიტობა, ლაქუცის მცდელობა, რომ ჯაშუშები გამოვუშვათ, პრობლემები არ შევუქმნათ, ორი წლის წინ შეიძლება ეს ვიღაცას დაეჯერებინა, მაგრამ დღეს ყველა ხედავს, რომ ეს არის განწირული გზა, დღევანდელი განცხადება პრემეირმინისტრისა, რომ პოლიტიკა რჩება იგივე, ნიშნავს იმას, რომ არ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება. დღეს ჟენევის ფორმატის დასუსტება და მოტყუება იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ნორმალური გზით მიდის, არის აბსურდი. ზაქარეიშვილის შეფასებას მე ბოდვას ვუწოდებ“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42