„რა თქმა უნდა რუსეთს დიდი ბედი არ უწერია. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ჩაკიდოს ხელი ევროპას და გააგრძელოს სვლა განვითარებისკენ“, - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
„თბილისი არის საცობებში, იციან თბილისელებმა, რომ შესაძლოა ერთ დღეში აღარ იყოს ეს პრობლემა? როგორც კი გაიხსნება შემოვლითი გზა, მთელი მოძრაობა გადავა ამ გზაზე და არცერთ ადგილზე არ იქნება არცერთი საცობი. რატომ არ იხსნება ეს გზა? იმიტომ რომ ივანიშვილმა ჩვენს ჯინაზე, პირადი ბოღმის გამო დაბლოკა ეს ყველაფერი.
10 ლარით გამოაცხადეს პენსიის გაზრდა, გაზარდეს თამბაქოს აქციზის ხარჯზე. როდესაც რეალურად ორი იმფრასტრუქტურული პროექტი, ავარეთ-კახეთის გზა და ოჩამჩირე-ენგურის მონაკვეთი, რომელიც რუსეთს სჭირდება მთელი კავკასიის დასაპყრობად, ამ ფონზე ყველა კარგი ინფრასტრუქტურული პროექტის დახურვა, ჩემი ბიბლიოთეკა შესაძლოა ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს.
გავიხსენოთ, ივანიშვილი, რომელიც დევნილებს უყვებოდა, სახლს აგიშენებთო , რუსეთს ველაპარაკებიო. ამას რომ უყვებოდა დეტალურად, ერთი საკითხია რომ ვთქვათ, დავბრუნდებით აფხაზეთში, რა თქმა უნდა რუსეთს დიდი ბედი არ უწერია. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ჩაკიდოს ხელი ევროპას და გააგრძელოს სვლა განვითარებისთვის. ამისათვის ქართველი ხალხის ერთიანობაა საჭირო. საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს შურისძიებაზე და ბოღმაზე, არ აქვს დრო ერთი გაუნათლებელი ოლიგარქის ხუშტურებზე სიარულის. არის ძალიან მარტივი რაღაც, ან იპარავ ან აშენებ, ორივე არ გამოდის, ჩვენ ვიყავით შენების გზაზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






