მერამდენედ უნდა ჩავარდეთ ერთსა და იმავე ორმოში ! - დიმიტრი შაშკინი
სოც.მედია - 22:42, 25 Nov, 2014     1512
ეს არის ამონარიდი სტატიიდან, რომელიც 2 წლის წინ დავწერე. მაშინ მთავრობა რუსეთთან ინტენსიურად “ალაგებდა” ურთიერთობებს - თავდაცვის ყოფილი მინისტრი,,ფისბუქის“ გვერდზე რამდენიმე თვის წინ რუსეთთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ შეფასებას იხსნებს - ,,არ მიხარია, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ მერამდენედ უნდა ჩავარდეთ ერთსა და იმავე ორმოში !!!!!!!!!!!!!“.

,,რუსეთი სცემს პატივს მხოლოდ ძალას.

უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის ფრაზა: „მიამიტია ის, ვისაც სჯერა, რომ რუსეთი რამეს პატივს სცემს, ძალის გარდა“. რუსეთის იდეოლოგიის კუთხით ამ სიტყვების შემდეგ არაფერი შეცვლილა. საერთოდ, რომ გავაანალიზოთ რუსეთის ბოლო სამი საუკუნის ისტორია, დავინახავთ, რომ ამ ქვეყანაში იდეოლოგიური კომპონენტი არ იცვლება. იცვლება წყობა, ლიდერები, მაგრამ არა სახელმწიფო იდეა. რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა. მაშინ და ახლაც რუსეთის პოლიტიკური ელიტა საკუთარ მოსახლეობას არწმუნებს, რომ დასავლეთი და ყველა, ვინც იზიარებს დასავლურ ფასეულობებს, მათი მტერია. ეს არის ამ იმპერიის მთავარი იდეოლოგია. რუსეთის ლიდერები ვერ სთავაზობენ თავის საზოგადოებას კეთილდღეობასა და დემოკრატიას, როგორც მაგალითად, აშშ ან საფრანგეთი, მაგრამ მათ კარგად ესმით, რომ ხალხს სჭირდება სახელმწიფო იდეა და საუკუნეების განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო იდეა ის არის, რომ დასავლეთი მათი მტერია და რუსეთისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა სხვების დაჩაგვრაა. ეს იყო სახელმწიფო იდეა მეფის რუსეთში, საბჭოთა კავშირში და ახლაც არის. მე-20 საუკუნის პოლიტიკური მამები ამას ხედავდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რუსეთის იმპერიული ამბიცია გარკვეულ ჩარჩოებში ჩაკეტილი ყოფილიყო. თუმცა ახლა ამ იდეამ ახალი ძალით იფეთქა, შეინიღბა ეკონომიკით და დასავლური სამყაროსთვის, განსაკუთრებით რუსეთის მეზობლებისთვის, საშიშროებას წარმოადგენს.

რუსეთი აზიური ქვეყანაა, ქვეყანა სადაც მოწინააღმდეგის კეთილი ნება და დათმობა ყოველთვის აღიქმება, როგორც სისუსტე და სრული განადგურების ნიშანი. სანამ რუსეთის სახელმწიფოებრივი იდეა არ შეიცვლება, ის ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და მტერი იქნება. რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია ამ იდეის შედეგია. საუკუნეების განმავლობაში რუსეთის მოსახლეობას მისი ლიდერები არწმუნებდნენ, რომ მოსკოვი უნდა ყოფილიყო მესამე რომი, რუსეთი კი - ახალი ბიზანტიის იმპერია. ეს იდეა რუსეთის მოქალაქეების სისხლში და ხორცშია ჩამჯდარი. ამის მაგალითია ის, რომ ომს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერდა მხარს“, - ამონარიდი შაშკინის ინტერვიუდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42