„ასე რომ დაერიგებინათ ჩვენს წინაპრებს ტერიტორიები, ერთი სოფელიც აღარ დარჩებოდა“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა.
სააკაშვილი მის წინააღმდეგ წამოწყებულ ახალ საქმესაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურამ განცხადება რუსეთის საგამოძიებო უწყების განცხადების პარალელურად გააკეთა:
„გუშინ დაიბარეს ჩემი ყოფილი პირადი ოპერატორი და გამოძიებას ჰქონდა კონკრეტული საკითხი, ეუბნებოდნენ რომ 2008 წლის 8 აგვისტოს იყო უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც ვითომ ვსაუბრობდით თუ როგორ უნდა გავწყვიტოთ ოსები.
ეს არის ის პერიოდი, როდესაც გიორგი ანწუხელიძე იბრძვის ოსეთში, ეს არის ის პერიოდი როდესაც ჩვენ ჩამოვყარეთ 14-მდე რუსული თვითმფრინავი. გუშინვე გამოაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რომ ისინი ჩემზე საქმეს გენოციდის მუხლით აღძრავენ და მოითხოვენ ჩემს გადაცემას საერთაშორისო ტრიბუნალისთვის.
ვიცი, რომ გამოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენ ის მაინც არ გავაკეთეთ, რომ ომი გავაჩაღეთო, 2008 წელს რუსეთი რამდენიმე სოფლის ასაღებად არ მოდიოდა. ქართველი ხალხის მეხსირება უნდათ ჩაანაცვლოდ „ასავალ-დასავალის“ ლაყბობით, ასე რომ დაერიგებინათ ჩვენს წინაპრებს ტერიტორიები, ერთი სოფელიც აღარ დარჩებოდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






