„ეს არის ერთმნიშვნელოვნად ფაქტობრივი ანექსია , რუსეთი წავიდა წარმოუდგენლად უფრო შორს ვიდრე 2008 წელს, მაშინ დამოუკიდებელ სახელმწოფოებად არავინ აღიარა ეს რეგიონები და ამიტომ ახლა რუსეთი ძალიან შორს წავიდა, ახლა მსურს ყველა დაფიქრდეს ამ კრიტიკულ ისტრიულ მომენტზე.
მე მსურს ყველას ვუთხრა რატომ დავდივარ კიევში, მე უკრაინის ხელისუფლებას ვეხმარები იმიტომ, რომ ამოვდივარ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. ყველგან სადაც ხმა მიმიწვდება, მსურს ვუთხრა ყველას, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის იგივე, რაც არის დონბასი და ყირიმი, მაგრამ მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და არ ვარ ხელისუფლებაში. მეორე დღეს კი გამოდის უთავმოყვარეო, ფორმალური საქართველოს მთავრობის მეთაური და აცხადებს, რომ საქართველო ეს არ არის ყირიმი და არ არის დონბასი.
დღეს რამდენიმე ამერიკელ ჟურნალისტს ვესაუბრე, ერთი მაინც გამოვიდა რომელიმე ტელეარხზე? სამარცხვინოდ აქვთ თავი ჩამარხული და დღეს საუბრობენ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და რკინიგზაზე. მე ვამბობდი, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, ივანიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ გავაბრაზეთ რუსეთი, ასევე ამბობდა რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. გამოაცხადა ივანიშვილმა და მისმა პრემიერმა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური მიდგომა რუსეთთან და არ გავაკეთებთ იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენო. ივანიშვილის ზვიგენი, რომ არის აკვარიუმში, ივანშვილი თავის შვილებს ჩაყრის და ჩაყვება და ღამეს გაატარებს მარტო იმ ზვიგენთან. ამ ზვიგენთან ერთად ვმოძრაობდით მრავალი წელი და ამ ზვიგენმა მოგვაჭამა სხეულის ნაწილები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






