რაზე ოცნებობთ, როცა ექიმები მორალურთან ერთად, კრიმინალურ დანაშაულს სჩადიან - ჟურნალისტი
პოლიტიკა - 21:53, 25 Nov, 2014     3451

ჟურნალისტი, სალომე ლილუაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის ერთერთ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტზე წერს:

„ჩემი ბიძაშვილი გამთენიისას ავარიაში მოხვდა. უმძიმესი მდგომარეობით გადაიყვანეს ღუდუშაურში. მარტო იყო. დას შეატყობინეს და მივიდა. ჯერ უთხრეს, გამოვიკვლიეთ და ნორმალურადააო. რამდენიმე საათის მერე მუცელი შეებერა - ისევ გაუკეთდა რენტგენი და აღმოჩნდა, რომ სისხლი აქვს მუცელში. გაუკეთეს ოპერაცია - ძალიან მძიმე შედეგით. გამოვდინენ და უთხრეს, ილოცეთ და გადარჩებაო. მერე მეც მივედი. ექიმთან შეხვედრა მოვითხოვე. ზედაც არ შემომხედა, არ ვარ ვალდებული, ყველა ნათესავს ავუხსნა პაციენტის მდგომარეობაო. კაბინეტიდან მაგდებდა. როგორც კი ვუთხარი, რომ ვარ ჟურნალისტი და დავუსახელე სამუშაო ადგილი, სავარძლისკენ მიმითითა, დაბრძანდითო, ვგიჟდები თქვენს ტელევიზიაზეო. მოვითხოვე პაციენტის ისტორია, ოქმი ჯერაც არ გადმოუციათ, ხან რას იმიზეზებენ, ხან რას. მოვითხოვე პაციენტის ნახვა, ბ-ნმა ექიმმა, არ შეიძლება, მაგრამ მობრძანდითო. შევედით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ მიერთებული. რეანიმაციაში არავინ იყო. მთავარმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ საშარდე გზებიდან კათეტერს სისხლი მოჰყვებოდა. მორიგე ექიმს დაუძახა. გოგოები ბრეიქზე იყვნენ გასულები, ყავას და ნამცხვარს მიირთმევდნენ. მთავარმა ექიმმა, მოახსენა რა, ვინც ვიყავი, ელვის სისწრაფით დაიძრა თეთრხალათიანთა ნაკადი - გამოიძახეს უროლოგი, ახლიდან გაუკეთდა რენტგენი, გაუკეთდა ტომოგრაფია და ა.შ. ძაღლივით მიგდებული პაციენტი უცბად ძალიან საშიშ და მნიშვნელოვან ავადმყოფად იქცა. ვიდექი და ბოღმისგან ვკვდებოდი. მერე გამოვიდნენ - არ გვინდა კონფლიქტი და აჟიოტაჟი, ყველაფერს გავაკეთებთ, აქ 16 უმძიმესი ავადმყოფი წევს და თქვენსას განსაკუთრებული ყურადღებით მივხედავთო. ჰოდა, ვფიქრობ, რა დააშავა დანარჩენმა 15-მა, სიცოცხლეს რომ ამათ იმედად ებრძვის? ან, დანარჩენი 15-ის გამო ჩემსას რატომ შეიძლება შეექმნას პრობლემა? რა ხდება ეს ჯანდაცვის სისტემაში, აქამდე არასდროს მქონია პირადად შეხება. ჯერ შოკში და სტრესში ვარ... პრობლემების უზარმაზარ ჯაჭვს და სიმყრალეს გადავაწყდი.

რაზე ლაპარაკობთ, მსჯელობთ და ოცნებობთ ქვეყანაში, სადაც ექიმები ექიმები მორალურთან ერთად, კრიმინალურ დანაშაულს სჩადიან - პაციენტების სიცოცხლეს მათივე ორგანიზმის იმუნიტეტს და ბედს მიანდობენ, ხოლო თუ კლინიკის პრესტიჟს და ექიმს კარიერული საფრთხე ემუქრება ან პატრონების რეგალიები ქაჩავს, იმ შემთხვევაში აგონდებათ ჰიპოკრატეს ფიცი. !!!“, - წერს ჟურნალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42