სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი „შტერი არ არის და კარგად იცის, რაზე არ წავა საქართველო“:
„ჩვენ ვამბობთ, რომ გამორიცხული არაფერი არ არის, თუ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება. შესაძლოა ტერიტორია ოკუპირებული იყოს, მაგრამ არ შეიძლება აფხაზეთი წარმოჩინდეს, როგორც მხარე. პუტინმა განაცხადა, რომ აფხაზეთთან ერთად მოხდება ინიცირება, ანუ დამარხა იდეა. პუტინმა ეს თქვა თუ არა, მაშინვე გააფუჭა საქმე, მან ეს გააკეთა აფხაზების გულის მოსაფხანად. პუტინი შტერი არ არის, მან კარგად იცის რაზე არ წავა საქართველო. საქართველო არ წავა მესამე მხარეზე. ის ფორმატი, რა ფორმატიც პუტინმა შემოგვთავაზა, გამორიცხულია. 22 წელიწადია რკინიგზა არ არის და შესაძლოა კიდევ 10-ჯერ 22 წელიწადი არ იყოს“, - განაცხადა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში პაატა ზაქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






