ექსკლუზივი: სოხუმში მასობრივი საპროტესტო აქციების შესაჩერებლად, უხუცესებთან კრემლის დესპანები ჩავიდნენ
პოლიტიკა - 21:15, 25 Nov, 2014     6240
აფხაზეთი დაპირისპირების ზღვარზეა. სოხუმში რუსეთის დუმის დეპუტატები ჩავიდნენ. როგორც ,,ნიუპოსტს“ აფხაზურმა წყარომ აცნობა, 3 დღეში სოხუმის ცენტრში მასობრივი მანიფესტაცია იგეგმება, რომელსაც სათავეში არასამათვრობო ორგანიზცია ,,ამცახარა“ და ცხუმის უხუცესთა საბჭო უდგას. დუმის დეპუტაცია სწორედ მათთან შეხვედრას გეგმავს, რომელიც ინფორმაციის თანახმად ხვალ 12:00 საათზე უნდა შედგეს.

მასობრივი მანიფესტაციის გარდა, დაგეგმილია იმ ტერიტორიების ბლოკირება, სადაც ლუჟკოვის და სხვა მაღალჩინოსანთა მიერ აფხაზეთის საუკეთესო ადგილება შესყიდული. მოსახლეობა შენობების რეაბილიტაციას და ახლმშენებლობას აპროტესტებენ, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საცხოვრებლად არის განსაზღვრული.

აფხაზეთში სამი დიდი პროექტი კეთდება - სოხუმის პორტთან, სადგრუთან და ქალაქის ცენტრში, მათ შორის დაგეგმილია სამი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ლუჟკოვს და მის გარემოცვას ეკუთვნის. სწორედ ამ ტერიტორიების ბლოკირებას გეგმავენ მანიფესტაციის მონაწილეები.

მოსახლეობისა და არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფირმებული ხელშეკრულება პროაფხაზური იდეას არ ემსახურება და არის აფხაზურის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ისინი აცხადებენ, რომ მათი მიზანი ანტიაფხაზური გავითარებაა. აფხაზური საზოგადოება მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება და ამასთან, რუსეთის მსხვილი მეწარმეების შემოსვლა სოხუმში მიზნად ისახავს აფხაზეთის გარუსებას.

დეფაქტო ლიდერის ხაჯიმბას წინააღმდეგ განწყობილ საზოგადოებას, საპრეზიდენტო არჩევნებში ხაჯიმბას კონკურენტი ასლან ბჟანია ლიდერობს.

მას შემდეგ, რაც უხუცესთა საბჭომ უარი თქვა რუსეთიდან დაბრუნებულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე და მიიღო გადაწყევტილება აქციის მოსამზადებლად, კრემლმა სასწრაფოდ გამოგზავნა მათთან დუმის დეპუტატები.

როგორც წყარო იტყობინება, ცოტა ხნის წინ ,,ამცხარას“ ოფისში ადგილი ჰქონდა ურთიერთდაპირისპირებას, ისმოდა სროლის ხმაც, თუმცა გაურკვეველია, სროლა მოჰყვა რამდენიმე აქტივისტის დაკავებას თუ მიკროავტობუსების მძღოლებისთვის ტრასნპორტის წართმევას. დაახლოებით 8 მიკროავტობუსი, რომლებმაც ხალხი აქციაზე გამოიყვანა, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მათ წაართვეს მიკროავტობუსები და ბრალად წაუყენეს არასანქცირებული მიტინგისთვის ხელშეწყობა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც ადმინსიტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს, 50 ათასი რუსული რუბლის ოდენობით. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებდნენ დღეს აქციის მონაწილეები.

გარდა სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციისა, რუსეთი ერთ კვირაში გეგმავს აფხაზეთში აეროპორტის აღდგენის საკთხზეც დაიწყოს მუშაობა. ბოლო ინფორმცით, აეროპორტის დასფერენი ბილიკისთვის სამუშაო ფილებით დატვირთული რამდენიმე ეშელონი შემოვა დრანდის აეროპორტში. ეს იქნება მომდევნო ახალი ნაბიჯი კრემლის მხიდან, რომელსაც ხაჯიმბამ ხელი უკვე მოაწერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42