რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პარლამენტი რეზოლუციის ორ ვარიანტზე მუშაობს
პოლიტიკა - 20:28, 25 Nov, 2014     1392
საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის პროექტზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაცაა „რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა“. პროექტი ნაციონალურმა მოძრაობამ მოამზადა. რეზოლუციის პროექტის მიხედვით პარლამენტმა მთავრობას ანექსიის წინააღმდეგ კონკრეტული რეკომენდაციებით უნდა მიმართოს.

რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისგან შედგება, ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, გარდა ამისა საუბარია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებაზეც. ასევე საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა და ხელისუფლებამ უნდა მოამზადოს სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ საქართველომ დამატებითი საქმეების აღძვრა მოახდინოს საერთაშორისო სასამართლოებში.

გავრცელებული ინფორმაციით მმართველ გუნდშიც შემუშავდა რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ვარიანტისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუცია იქნება ტესტი პარლამენტის წევრებისთვის, სურთ მათ ემსახურონ საქართველოს თუ სურთ იყვნენ ბიძინა ივანიშვილის მონები.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით კი უმრავლესობის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული რეზოლუციების შინაარსი ერთმანეთისგან ნიშანდობლივად არ განსხვავდება და იმედი გამოთქვა რომ კონსესუსის საფუძველზე შესაძლებელი გახდება ერთიანი დოკუმენტის მიღება.

უმრავლეოსობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, უმრავლესობა მზადაა სოჭში გაფორმებულ ხელშეკრულებას ადეკვატური რეზოლუციით გამოეხმაუროს.

აფხაზეთის საკითხის განხილვა პარლამენტში დარბაზის უქონლობის გამო მოგვიანებით და სხვა დარბაზში დაიწყო. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოდან ”კურიერის” კორესპოდენტი იუწყება. დარბაზში, სადაც ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, პარლამენტის "ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის" სხდომა მიმდინარეობს. რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმებაზე პარლამენტს დღეს 18:30-ზე უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომის მონაწილეები ნახევარ საათზე მეტი დერეფანში ელოდებოდნენ დარბაზის გათავისუფლებას. საკმაოხნიანი ლოდინის შემდეგ კი სხდომა სხვა დარბაზში დაიწყო.

საპარლამენტო უმცირესობას დეპუტატი გიორგი კანდელაკი და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი წარმოადგენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42