საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე პრემიერმინისტრის ლონდონში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ფანჯიკიძის განცხადებით, იგი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს არ შეხვედრია:
"მე ძალიან გამიკვირდა, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა ლონდონში და მას არ ჰქონდა შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. ვფიქრობ, ეს შანსი უნდა ყოფილიყო გამოყენებული აუცილებლად ასეთ კრიტიკულ ვითარებაში. ასევე გამიკვირდა ისიც, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებას სამწუხარო ფაქტი უწოდა. ვფიქრობ, ეს ძალიან რბილი შეფასებაა, რადგანაც ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის კატასტროფული ვითარება. საქმე გვაქვს ფაქტობრივ ანექსიასთან.
ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, რომ საქართველოს თემა, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენეტიტეტი, ამ ე.წ. ხელშეკრულების არალეგიტიმურობა იყოს ერთ-ერთი წამყვანი თემა ევროკავშირისა და რუსეთის, ამერიკის შეეერთებულ შტატებისა და რუსეთის, სხვა ქვეყნების ორმხრივი მოლაპარაკებების საგანი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






