ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მხრიდან გრიფის მოხსნის საკითხს „თავისუფალი დემოკრატები“ გამოეხმაურნენ. პარტიის ერთერთი ლიდერის, ალექსანდრე პეტრიაშვილის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და პროკურატურა იძულებული გახდა საქმისთვის გრიფი მოეხსნა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნობიან, დადგება დაკავებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი.
"ირაკლი ალასანიას, "თავისუფალი დემოკრატების", სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო თანადგომის ერთობლივი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და პროკურატურა იძულებული გახდა, ეს მოთხოვნა გაეთვალისწინებინა. დღეს უკვე დოკუმენტების აბსოლუტურ უმრავლესობას გრიფი მოხსნილი აქვს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის დადგენისკენ. დარწმუნებული ვარ, ადვოკატები შეისწავლიან საქმეს და დაიცავენ ღისრეულად მათ დაცვის ქვეშ მყოფებს, მათ უდანაშაულობას დაამტკიცებენ სასამართლოზე. ამას აუცილებლად შემდგომში მოყვება პასუხიმგებლობის საკითხი იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც მოტივაციის გარეშე დააკავეს უდანაშაულო ადამიანები. ისინი აგებენ პასუხს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






