რუსეთის მხრიდან ჩადენილია საერთაშორისო მეკობრეობის უპრეცედენტო აქტი - ნათელაშვილი
პოლიტიკა - 16:49, 25 Nov, 2014     1697

ნათელაშვილმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა და ეს ფაქტი საერთაშორისო მეკობრეობად შეაფასა.

„ჩადენილია საერთაშორისო მეკობრეობის უპრეცედენტო აქტი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან. ყველაფერ ამის გამომწვევი მიზეზი გახლავთ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უნიათო, უპრინციპო და უკბილო პოლიტიკა, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფასთან, მცონარობასთან, უპასუხისმგებლობასთან. ყველაფერს ამას დაამთავრებს მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები, ახალი მთავრობა და ახალი პოლიტიკური კურსი.

ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ დამანგრეველი პროცესების შეჩერებაზე, ჩვენ შეგვიძლია, დაველაპარაკოთ სამყაროს ოთხივე მხარეს - ჩრდილოეთსაც, სამხრეთსაც, დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც, რადგან ყველგან მიგვესვლება და ყველგან შეგვიძლია ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვთქვათ ძალიან სერიოზული სიტყვა.

მოვუწოდებთ რუსეთის წამყვან პოლიტიკურ პარტიებს, შევქმნათ ორ ქვეყანას შორის ინტერპარტიული საბჭო, სადაც წამყვანი პოლიტიკური პარტიები ორივე მხრიდან, დასხდებიან და დაიწყებენ კონსულტაციებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ამ საშინელი ჩიხიდან გამოსაყვანად“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულებას ხელი გუშინ, მოეწერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42