ქვეყანა რომელიც განაგრძობს ანექსიას, მასთან მოლაპარაკება საქართველოს იმიჯს აზიანებს - ნიკა ჩიტიძე
პოლიტიკა - 16:53, 25 Nov, 2014     1613

აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ექსპერტი ნიკა ჩიტიძეც ეხმაურება.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ გაცილებით მკაცრი სანქციები უნდა დააწესოს და საქართველომ დიპლომატიური რესურსის გამოყენებით, უნდა შეძლოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ყირიმის პრობლემასთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც განიხილებოდეს, როგორც ნომერ პირველი პრობლემა.

„სამართლებრივი თვალსაზრისით, აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. ვინაიდან, ხელშეკრულებები ფორმდება ორ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც გააჩნიათ იურიდიული ძალა. აფხაზეთი არ გახლავთ სახელმწიფო, შესაბამისად, ის არ გახლავთ საერთაშორისო სამართლის ობიექტი. ამიტომ, იურიდიული თვალსაზრისით ამ ე.წ. ხელშეკრულებას არავითარი ძალა არ გააჩნია.

რაც შეეხება საკითხის განხილვას ფაქტობრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა აუცილებელია აღინიშნოს იმის შესახებ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა გაართულებს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაციის პროცესს მშვიდობიანი კუთხით. ვინაიდან, რუსეთი კვლავ ცდილობს ძალის დემონსტრირებას და იმის ჩვენებას, რომ თითქოს მას არ ეშინია სანქციების და ის გააგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ინტეგრაციას რუსეთში. ეს გაართულებს საქართველოს სახელმწიფოებრივ საქმიანობას.

ამ ეტაპზე აუცილებელია საქართველომ მაქსიმალური ძალისხმევა გაწიოს იმ მიმართულებით, რომ დიპლომატიური ბერკეტები და დიპლომატიური რესურსი, საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ყირიმის პრობლემასთან ერთად განიხილებოდეს, როგორც ნომერ პირველი პრობლემა. პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს აწუხებს, არამედ წარმოადგენს პრობლემას საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება, რომ რუსეთის მიმართ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, რაც გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკურ დასუსტებას და შესაბამისად მისი ამბიციების შემცირებას", - აცხადებს ჩიტიძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს გააჩნია იმის შესაძლებლობა, დასავლეთის დახმარებით, გარკვეულ პროგრესს მიაღწიოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით თუ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.

,,ეს არის შესაძლებელი, ვინაიდან, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის სახელმწიფოთა შორის ერთერთი ლიდერის პოზიციაზეა, მან ხელი მოაწერა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ხელშეკრულებას ასოცირების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს დეოკუპაციის პრობლემას. დასავლეთის ინტერესებში შედის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სტაბილურობის დამყარება. საქართველოს ევროკავშირი განიხილავს ერთერთ პარტნიორ სახელმწიფოდ და ამასთანავე, იმ ფარგლებში, როდესაც მოქმედებს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მე მგონია, რომ კიდევ ერთი დამატებითი საბაბი იქნება დასავლეთისთვის, რომ გამკაცრდეს სანქციები", - ამბობს ჩიტიძე.

მისივე თქმით, მხოლოდ სანქციების გამკაცრებით იქნება შესაძლებელი პრობლემის გადაჭრა. ,,ამით მისი აგრესია შემცირდება, ნავთობზე ფასების დაცემით, საბჭოთა იმპერია დასუსტდა და გამოიწვია ის, რომ საბჭოთა იმპერია შედარებით ლოიალური გახდა დასავლეთის მიმართ, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, სანქციების სანაცვლოდ დასავლეთმა და აშშ-მ შესთავაზე გადატვირთვის პოლიტიკა. ამან შესაბამისი შედეგი არ მოიტანა. რუსეთი უფრო აგრესიული გახდა და შედეგად დასავლეთმა უკრაინის მოვლენები მიიღო. საქართველომ დასავლეთის დემოკრატიულ სტრუქტურებში მაქსიმალური ინტეგრაცია უნდა მოახდინოს. რაც გამოიწვევს საქართველოს როგორც სახელმწიფოს გაძლიერებას და ქვეყნის ტერიტორიების აღდგენას“, - აცხადებს ჩიტიძე.

ექსპერტი კარისინი-აბაშიძის ფორმატზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ამ ფორმატის გაუქმება საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა. რადგან იმ ქვეყანასთან მოლაპარაკებების წარმოება, რომელიც განაგრძობს ანექსიას და ოკუპაციას, ქვეყნის იმიჯს აზარალებს:

„ამ შემთხვევაში საქართველოს პრესტიჟზეა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის პატარა სახელმწიფო, მან უნდა იზრუნოს საკუთარ პრესტიჟზე. როდესაც საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებას რუსეთთან, იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან გრძელდება ანექსირების პოლიტიკა საქართველოს ორი ისტორიული რეგიონისა, ერთერთი ფორმა პროტესტის, არის დემარში, საქართველომ საკუთარ თავს პატივი უნდა სცეს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რადიკალურად გაამწვავო ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აბაშიძე-კარასინის ფორმატი დროებით უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ნიკა ჩიტიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42