აფხაზი ერის განადგურების საფრთხე და შემდგომი ნაბიჯი სამაჩაბლოს ანექსიისკენ - მამუკა ჟღენტი
პოლიტიკა - 16:25, 25 Nov, 2014     2958

დიპლომატი მამუკა ჟრენტი, ხელისუფლების ერთერთ მთავარ გადასადგმელ ნაბიჯად აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეაჩერებას ასახელებს, რადგან თვლის რომ, რუსეთის დღევანდელი ქმედება შემდგომში სამაჩაბლოს ანექსიისადმი გადადგმული ნაბიჯი იქნება .

ამის შესახებ განცხადება მამუკა ჟღენტმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს, ხელისუფლებამ კი დიპლომატიური ბერკეტები მაქსიმალურად უნდა აამოქმედოს:

„ეს ხელშეკრულება არის, ოკუპირებული აფხაზეთისა და შემდგომში ალბათ სამაჩაბლოს ანექსიისადმი გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ფაქტობრივად ხდება აფხაზეთის ოსეთიზაცია. თუ ოსეთში ფაქტობრივად არის რუსეთის სამხედრო ბაზა, საოკუპაციო ჯარის და მოსახლეობა უბრალოდ ემსახურება ამ ბაზას, აფხაზეთში განსხვავებული სიტუაცია იყო. ამ ე.წ. ხელშეკრულებით, რომელიც უკანონოა, მაგრამ ამის იმპლემენტაციის და რეალიზაციის შედეგად, თუ ვინმე დაზარალდება, ეს იქნება აფხაზური მოსახლეობა, ვინაიდან თუ აქამდე დეფაქტო, მარიონეტული რეჟიმი რაიმე გადაწყვეტილებას იღებდა, ეს რუსეთის კომპეტენციაში გადავა. ეს იქნება აფხაზი ერის განადგურების საფრთხე.

საქართველოსთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ეს არის უკანონო ხელშეკრულება. მას არავითარი იურიდიული და საერთაშორისო სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. იგი შეიცავს საკმაოდ სერიოზულ საფრთხეებს და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ უფრო აქტიური და ქმედითი ღონისძიებები განახორციელოს, რადგან ეფექტური მექანიზმები დავუპირისპიროთ ანექსიის პროცესს, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს“, - აღნიშნავს ჟღენტი.

ჟღენტი მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა შეჩერდეს, რადგან მიუხედავად კონსტრუქციული დიალოგისა რუსეთთან, ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკას კვლავ განაგრძობს:

„აბაშიძე-კარასინის ფორმატისადმი თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უფლება ეს ექსპერიმენტი ჩაატაროს. ბოლო მოვლენებმა დაადასტურა და ხელისუფლებისთვისაც ნათელი გახდა, რომ მიუხედავად კონსტრუქციული რიტორიკისა, რუსეთი მაინც აგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა. მე მიმაჩნია, რომ ერთერთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, არის ის, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეაჩეროს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მამუკა ჟღენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42