საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, აფხაზეთის საკითხზე კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას, ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია მსგავს კონსულტაციებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას:
„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ისედაც ვამბობდით, ქართულ საზოაგდოებას უნდა ჰქონდეს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული საკითხების მიმართებაში. პრეზიდენტის გეგმა, როგორც დამოუკიდებელი არბიტრის, ვფიქრობ მართაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი მოსაზრებები სპეციალური განცხადებით გავავრცელეთ გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. გარკვეული მოსაზრებები გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რადგან ასეთი ინიციატივა არსებობს, სჯობს ეს მოსაზრებები შეჯერდეს, ვიდრე ცალ-ცალკე გამოვთქვამდეთ ჩვნს მოსაზრებებს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






