არასაპარლამენტო ოპოზიციისადმი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას ეხმიანება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ,,ნიუპოსტთან" საუბარში ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ანექსიისა და რუსეთის განახლებული აგრესიის წინააღმდეგ ქართული პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მთლიანობაში, საზოგადოების კონსოლიდირება აუცილებელია.
ქარდავას განცხადებით, იგი მზარ არის პრეზიდენტის ინიციატივას შეუერთდეს და აფხაზეთის თემის განხილვაში „ედპ“-მ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ბაჩუკი ქარდავა პრეზიდენტის ინიციატივას აფასებს და ამბობს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო მოხდეს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება.
,,ამ ერთიანი პოზიციის შემუშავებას, ბუნებრივია „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და პირადად მე მივესალმებით. ნამდვილად მიმაჩნია, რომ თუ დაგვიანებული არ არის, ეს არის შეხვედრა, რომელიც აუცილებლად შედეგის მომტანი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. შეხვედრა შეხვედრისთვის არავის ხიბლავს, მაგრამ ამ ვითარებაში, ასეთი შეხვედრის შედეგი მინიმუმ იქნება ის, რომ მოხდება დემონსტრირება იმისა, რომ ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრი არის კონსოლიდირებული. ეს არის პოზიტიური გზავნილი ქვეყნის შიგნით, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ხოლო ქვეყნის გარეთ - კრემლს დავანხებთ, რომ არის საკითხები, რის გარშემოც ქართულ საზოგადოებაში მაქსიმალური კონსენსუსია, რაც გარკვეულწილად, ძალის დემონსტრირებაცაა, ხოლო დასავლეთი კი სწორედ ასეთი ერთიანი საზოგადოების მიმართ გამოხატავს ხოლმე თავის ყველაზე დიდ მხარდაჭერას", - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






