თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მიაჩნია, რომ ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობა შეუძლებელია.
„არ შეიძლება ქალის და მამაკაცის ერთ დონეზე დაყენება, ეს ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება“- განაცხადა ერდოღანმა, სტამბულში, ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
მისი თქმით ქალის დანიშნულება დედობაა, და ქალს არ შეუძლია წავიდეს და მიწა თხაროს, როცა მას ჰყავს შვილები ან ორსულადაა.
თურქეთის ლიდერის მოსაზრებით „ქალებს არ სჭირდებათ თანასწორობა - მათ სჭირდებათ პატივისცემა მამაკაცების თანასწორად“.
თურქი ლიბერალების განცხადებით ერდოღანს ქვეყანა ისლამიზაციისკენ მიჰყავს. პრეზიდენტის ოპონენტების განცხადებით კი ერდოღანის განცხადებებმა არასერიოზული სახე მიიღო და ერთ-ერთ მაგალითად რამდენიმე ხნის წინ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადება მოჰყავთ, როდესაც მან განაცხადა, რომ მუსულმანებმა ამერიკა კოლუმბამდე 300 წლით ადრე აღმოაჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები






