ვალერი შოშიაშვილი ,,ნაცმოძრაობის” წევრებს და ,,საქართველოს ბანკს“ ქონების წართმევაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 14:31, 25 Nov, 2014     572
ვალერი შოშიაშვილი ძალოვ სტრუქტურებში დარჩენილ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „საქართველოს ბანკთან“ ერთად ქონების წართმევაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენის თქმით, მასზე ზეწოლას გამომძიებელი ბექა ბასილაია ახორციელებდა, რომელიც დღეს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატია.

ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, იგი მთავარ პროკურატურაში 2012 წლის აპრილში დაიბარეს, სადაც მას ბექა ბასილია რამდენჯერმე შეხვდა.

როგორც ვალერი შოშიაშვილი იხსენებს, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბასილაიამ მას უთხრა, რომ ადვოკატის გამოძახებას აზრი არ ჰქონდა, უნდა გაკეთებინა ის, რასაც ეტყოდნენ და ოქმზე მოაწერინა ხელი.

ამასთან, ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, მას გრემის კულტურის სახლი აუქციონზე იძულებით 700 000 ლარად აყიდინეს მაშინ, როდესაც აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქონების ღირებულება 8121 ლარი იყო, შემდეგ კი დამატებით 300 000 ლარს სთხოვდნენ. შოშიაშვილის თქმით, ბასილაიამ თვითონ დარეკა „საქართველოს ბანკში“ და მისი თხოვნის საფუძველზე 2012 წლის 2 ივნისს შოშიაშვილს 700 000 ლარის ოდენობით კრედიტი დაუმტკიცდა.

„2012 წლის 19 ოქტომბერს ისევ დამიბარა ბექა ბასილაიამ და მითხრა, რომ გადამეხადა 2000 ლარი დარჩენილი 300 000 ლარის ნაცვლად, რის სანაცვლოდაც პროკურატურა გამიფორმებდა საპროცესო შეთანხმებას ან განრიდებას, რაზეც მე უარი ვუთხარი“, - განაცხადა შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, მისმა კომპანიებმა ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნების მითითებით ორი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და ასევე მისი სატელიტი პარტიების ანგარიშებზე თანხა რამდენჯერმე ჩარიცხეს.

შოშიაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში - 2012 წლის ნოემბერში მან მთავარ პროკურატურას და შსს-ს მიმართა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

„ფაქტობრივად, მოხდა ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ჩანაფიქრი „საქართველოს ბანკთან“ ერთად. მათი სურვილი იყო აღნიშნული თანხის გარდა მთელი ჩემს საკუთრებაში არსებული ქონება მათი საკუთრება გამხდარიყო. სწორედ აქეთკენ მიდის დღევანდელი მდგომარეობით საქმე. ბექა ბასილაია „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებების დამცველად იქცა. „საქართველოს ბანკმა“ დაიწყო მოქმედებები ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ „საქართველოს ბანკი“ შეთანხმებულად მოქმედებს დღესაც ძალოვან სტრუქტურებში წამყვან თანამდებობებზე დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე წევრებთან, რამაც დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია“, - განაცხადა შოშიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42