პეტრიაშვილი მთავრობას ორაზროვან განცხადებებში ადანაშაულებს და მეტ კონკრეტიკას სთხოვს
პოლიტიკა - 12:11, 25 Nov, 2014     1854

რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენაზე ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების გამო „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხს ითხოვს.

ამის შესახებ პეტრიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

პეტრიაშვილს აინტერესებს, თუ რას გულისხმობდა ბერუჩაშვილი, როდესაც თქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„აფხაზეთი, საქართველოს გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენაზე ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე მკაფიო პასუხს ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან!

რას გულისხმობს ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას? ორაზროვნების დრო ნამდვილად არ არის. რაც მალე ჩამოაყალიბებთ ღიად პოზიციას რკინიგზასთან დაკავშირებით, მით უკეთესი საქმისთვის!

რას გულისხმობს ბატონი ზურაბ აბაშიძე, როდესაც ამბობს, რომ უნდა ვუპასუხოთ ისტერიის გარეშე, მაგრამ პრინციპულად? გთხოვთ, დააკონკრეტეთ პოზიცია ბატონო ზურაბ, რკინიგზასთან დაკავშირებით!

და რაც მთავარია, მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია რკინიგზასთან დაკავშირებით! ცხადად და მკაფიოდ!

ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები", ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავით და ახლაც!“, - წერს ალექსი პეტრიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42