ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის თქმით, ვლადიმერ პუტინი საქართველოს რკინიგზას უმიზნებს.
მისი თქმით, ამაზე მიუთითებს რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმი-თბილისი-ერევნის რკინიგზის აღდგენასსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
„პუტინმა საქართველოს რკინიგზას დაუმიზნა. თანაც ეს განაცხადა ჩვენთვის დამამცირებელ დროს და ცინიკური ფორმით: აფხაზეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებისას. თითქოს ჩვენი აზრი არც კი აინტერესებდეს. საქართველოს მთავრობას მინდა ვუთხრა: გახსნით რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს? მიიღებთ გაჩერებულ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებს. ( ბაქო- თბილისი- ყარსის რკინიგზის ამოქმედებაც ამას შეუწყობს ხელს). სამხედრო- პოლიტიკური კონტექსტი მგონი კარგად გესმით. თუ რამდენად ლოიალური იქნება სომხეთი გარანტირებული გზის მიღებით, ესეც ადვილი მისახვედრია ( არა თქვათ, როცა გვინდა ჩავკეტავთო. ეს ლარსი არაა)!ეკონომიკური საჭიროებით ამართლებთ? დათვალეთ კარგად რა ტვირთები იმოძრავებს და ეს ილუზიაც გაგიქრებათ“,- წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






