რუსეთს და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.
როგორც პენტუს-როსიმანუსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დოკუმენტით რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ანექსიის სურვილის გამოხატავს.
"არსებობს იმის საფრთხე, რომ მსგავსი ქმედებები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიასთან მიგვიყვანს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. აღნიშნული დოკუმენტი ზიანს აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს და მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულობს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღებული ვალდებულებები, რომელიც საკუთარი ჯარების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას გულისხმობს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის წვდომა უნდა ჰქონდეს", - ნათქვამია კეიტ პენტუს-როსიმანუსის განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები






