თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, ომბუდსმენის მიერ ლაფანყურის სპეცოპერაციის თემის წამოწევა საგანგაშო ფაქტია.
ამის შესახებ შაშკინი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ლაპანყურის სპეცოპერაცია არის უდიდესი ტრაგედია ქართველი და ჩეჩენი ხალხის ისტორიაში. ტრაგედია, რომელიც იყო ადეკვატურად აღქმული და შეფასებული, როგორც ჩვენი მთავრობის, ასევე ჩეჩენი მებრძოლების მიერ. ნებისმიერი ინსინუაცია და სპეკულირება ამ ტრაგედიის ირგვლივ არის დაუშვებელი და შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, რომელიც ააფეთქებს მთელ რეგიონს.
რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ამ ტრაგედიის გამოყენებას თავისი ბოროტი ინტერესებისთვის. საგანგაშოა, რომ სახალხო დამცველმა კვლალ წამოწია ეს თემა მაშინ, როდესაც ხდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-იურე ანექსია და რუსეთი ღიად იმუქრება საქართველოს გახლეჩვით. მე დარწყმუნებული ვარ, რომ გავა ცოტა დრო და გაიცემა პასუხი სახალხო დამცველის მხრიდან ეს ნაბიჯი არის გარკვეული ვალდებულებების შესრულება, თუ უვიწობის ზეიმი“, - წერს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






