აფხაზეთის თემაზე პრეზიდენტი არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს
პოლიტიკა - 09:15, 25 Nov, 2014     2103

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ე.წ. დოკუმენტის გაფორმებას გამოეხმაურა.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია,

„ეს ნაბიჯი ახალ გამოწვევას უქმნის საქართველოს. აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი სამხედრო, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში აერთიანებს დამოუკიდებელ საქართველოს ტერიტორიას და მას რუსეთის ნაწილად აქცევს. ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო თანამეგობრობის ნორმებს. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ ამ საკითხზე ადექვატური პასუხის მიღების გარეშე რუსეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას მომავალი ექნება. ამ პოლიტიკას უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა. მოვუწოდებთ, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ამ პოლიტიკის ირგვლივ გაერთიანდეს. აუცილებელია მოწვეული იქნას გაეროს უშიშროების საბჭო, სადაც აღნიშნული საკითხი იქნება განხილული. ასევე, ეუთოს, ევროკავშირის, ნატოსა და სხვა ფორუმებზე უნდა წამოიწიოს ეს საკითხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ის კონსულტაციებს არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გეგმავს.

„მოვუწოდებ, ამ მიზნით გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ორგანიზაციები და ერთიანად გამოვიყენოთ ყველა ის პლატფორმა, რომლის მეშვეობით შევძლებთ ამ თემაზე ხმამაღლა ვისაუბროთ. პოლიტკური ძალების და საზოგადოების კონსენსუსის შედეგად შეგვიძლია გავიაზროთ და ახალი წინადადებებით ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რასაც წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიები. აქედან გამომდინარე, ვიწყებ კონსულტაციებს არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიმოქმედოთ ერთობლივარ ამ პრობლემის დასაძლევად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42