ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას გმობს
პოლიტიკა - 19:37, 24 Nov, 2014     1561

ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმი რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს გმობს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმმა მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ შემუშავებულ და თავსმოხვეულ ე.წ. „თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან აფხაზეთთან. განცხადებაში, ბალტიის ასამბლეა კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას. ბალტიის ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ქმედებებს მოჰყვება გარდაუვალი შედეგები უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში და ხელს არ შეუწყობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.

ბალტიის ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს მიმართ პროვოკაციული ქმედებები, გააუქმოს ე.წ. „შეთანხმება“ და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, შეუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42