ემიგრანტების მიერ გავრცელებულ ინიციატივას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ იუსტიციის მინისტრმა უარით უპასუხა.
თეა წულუკიანის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კონსტიტუციის ცვლილებაა საჭირო.
„როგორც მე მესმის ჩვენი მოძმეების, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ, რომ კონსტიტუცია შეიცვალოს. სამწუხაროდ, დღეს კონსტიტუციის ცვლილება ასე მარტივად ვერ მოხდება, რადგან ეს დაკავშირებული პარლამენტში ხმების რაოდენობასთან. საერთოდ, უნდა მოხდეს, თუ არა ეს ცვლილება, ამას ღრმა ანალიზი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა წულუკიანმა.
ემიგრანტები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ შეიცვალოს მუხლი, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას ავტომატურად უქმდება საქართველოს მოქალაქეობა.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები აღნიშნული ინიციატივით მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ მოხდეს საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება.
მასალის გამოყენების პირობები






