პრემიერის საგანგებო განცხადება რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ დოკუმენტზე
პოლიტიკა - 19:09, 24 Nov, 2014     1792

პრემიერ-მინისტრი რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების გაქრს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

„აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოსკოვის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს მთავრობა ერთმნიშვნელოვნად აფასებს როგორც რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონისა და ზოგადად ევროპულ უსაფრთხოებას.

მოსკოვის ეს ნაბიჯი იდგმება მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გამოხატავენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილს, ხოლო საქართველოს მხრიდან გადაიდგა არაერთი პრაქტიკული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.

საქართველოს მთავრობა არასდროს იტყვის უარს თავისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და ამ საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციის ხარისხს განსაზღვრავს რუსეთის მიერ ამ პრინციპის პატივისცემა.

აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულების არსი ნათელყოფს იმ გამოწვევას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. მიუხედავად ამ გამოწვევისა,საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია , ხოლო ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევას, რათა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეუქმნას ევროპული განვითარების პერსპექტივა, რომელიც არაა მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.

საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის აღნიშნული ქმედებების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, იგი სრულად გამოიყენებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატებს, მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომელიც 9-10 დეკემბერს შედგება, საქართველო მწვავედ დასვამს ე.წ. „ხელშეკრულების" ხელმოწერის საკითხს.

საქართველოს მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42