სახალხო დამცველის თქმით, #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების შესაძლო წამების ფაქტზე პროკურატურა გამოძიებას არასწორი კვალიფიკაციით აწარმოებს.
უჩა ნანუაშვილი არასწორად მიიჩნევს, რომ გამოძიება აკრძალული ნივთებით სარგებლობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს.
ომბუდსმენის შეფასებით, გამოძიება არაადამიანური მოპყრობის მუხლით უნდა წარიმართოს.
„მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გაასაჯაროვოს სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება, ასევე როდის დაინიშნა და ჩატარდა თუ არა 12 ნოემბერს დაზარალებული პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების დასადგენად სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზა. ორივე პატიმარს სხეულზე დაზიანების კვალი აღენიშნება. აქედან გამომდინარე აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ გამოძიების დაწყების დროს კვალი წაშლილი იქნებოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება" - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






