საქართველოს საგარეო უწყება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს
პოლიტიკა - 09:16, 25 Nov, 2014     2205

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

მედიისთვის განცხადება უწყების ხელმძღვანელმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა. მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდა და განაცხადა რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება არის საქართველოს ტერიტორიის ანექსია. ბერუჩაშვილის განცხადებით სამინისტრო იმუშავებს საერთაშორისო საზოგადოებასთან იმ მიმართულებით, რომ მოწვეული იქნას გაეროს უშიშროების სხდომა. მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით გაეროში მოთხოვნა უკვე გაგზავნილია.

"გაეროში უკვე მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება. ეუთოში უკვე მოვითხოვეთ სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის ჩატარება. ამ საკითხს ჩვენ დავსვამთ აქტიურად ევროკავშირში, ევროსაბჭოსა და ნატოში. იგეგმება ვიზიტები დედაქალაქებში. უკვე განხორციელდა სატელეფონო საუბრები ჩვენს პარტნიორებთან. ე.წ. ხელშეკრულების საკითხს საქართველო მწვავედ დაყენებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში 10 დეკემბერს. როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველო მტკიცედ სთხოვს საერთაშორისო პარტნიორებს, დაგმონ ე.წ. ხელშეკრულება და მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას, ხელი აიღოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან.

მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, საქართველოს მთავრობა გმობს ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ტერიტორიულილ მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების წინაარმდეგ მიმართულ ქმედებას.

ე.წ დოკუმენტი წარმოადგენს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეშ შელახვას, მის ხელმოწერას ექნება ნეგატიური შედეგები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ისევე როგორც უფრო ფართოდ ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში.

ამ ე.წ ხელშეკრულებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და შესაბამისად მას არასდროს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. მიუხედავად ამისა ჩვენ მოუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს დაგმონ კიდევ ერთხელ ეს ქმედება.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42