„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტს მიიღებს.
ამის შესახებ კოჟორიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ არასამთავრობო სექტორმა პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადება მოსთხოვოს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ვინც არ უნდა გააჟღეროს ეს პოზიცია, ეს არ არის სწორი. ასევე, პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტი არის კარგი და ის უნდა გავიდეს. ეს მითითება კი არ არის, ეს არის პირდაპირ თქმა, რომ ეს არის სწორი. ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს პარლამენტი. მაღალი ალბათობით, პარლამენტი მიიღებს იმ კანონს, რაც წარმოადგინა ბესელია, სესიაშვილმა და ფოფხაძემ. ჩვენ ამ შემთხვევაში პარლამენტს პოზიციების შეცვლისკენ მოუწოდებთ. თუ იგივე ვარიანტი დარჩება შესაძლოა ჩვენ პრეზიდენტს მივმართოთ, რომ კანონპროექტს ვეტო დაადოს“, - განაცხადა კოჟორიძემ
მასალის გამოყენების პირობები






