რუსეთი აფხაზეთის დახმარების მოცულობას ორჯერ გაზრდის - პუტინი
პოლიტიკა - 15:58, 24 Nov, 2014     1210

რუსეთი აფხაზეთის დახმარების მოცულობას ორჯერ გაზრდის, ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა. „იგეგმება დახმარების გაორმაგება, წინა წელთან და შესაძლოა მიმდინარე წელთან შედარებითაც“- აღნიშნა პუტინმა.

პუტინის განცხადებით რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება და ამისთვის კარგი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზაა შექმნილი.

„ამასთანავე , ჩვენი ექსპერტები და პარლამენტის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია დამატებითი აქტების მიღებაც, რომ გაუმჯობესდეს ეკონომიკური ურთიერთობები, უზრუნველვყოთ აფხაზეთის უსაფრთხოება და გადავწყვიტოთ მთავარი ამოცანა- გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრების დონე.“- განაცხადა პუტინმა.

აფხაზეთის ე.წ მეთაურმა აღნიშნა , რომ მისი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა მრავალ სირთულეს, დღეს კი ხელშეკრულების გაფორმებით ქვეყანა ახალ ფაზაში გადადის.

„ჩვენ უეჭველად გავზრდით იმ შესაძლებლობებს, რაც ადრე იყო წარმოდგენილი- როგორც უსაფრთხოებაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ეს ურთიერთობები განვითარდება და დახმარება რომელსაც ჩვენ ქვეყანას აღმოუჩენენ, იქნება რეალურად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის“- აღნიშნა ხაჯიმბამ. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან დახმარების მოცულობის გაზრდა აფხაზეთს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ სოციალური ამოცანები გადაწყვიტოს, არამედ ეკონომიკაც განავითაროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42