„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიული მთლიამონოს აღდგენის შანსს მინიმუმამდე დაიყვანს.
„საქართველოს ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა. მას ამ მიმართულებით არანაირი პოლიტიკა არ აქვს. დღეს საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გააკეთოს ის, რომ ჩამომწკრივდეს ნატო-ს დროშასთან და გადაიღოს სამახსოვრო ფოტო, თუ ამ ფოტოს გადაღება და საქართველოს გაწევრიანების ილუზორული გეგმა უშველის ამ პრობლემის მოგვარებას. ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მძიმე არის ის, რომ ყოველდღიურად ვკარგავთ იმ პრომლემის მოგვარების შანსს, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთალიანობის აღდგება ჰქვია", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






