რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე დღეს კომენტარი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას არ აღიარებს:
„ჩვენ ახლა საქართველოსთან ყველაზე ღრმა და მრავლისმომცევლ პაკეტს ვახორციელებთ, ვიდრე ეს როდესმე ყოფილა. ამ არსებითი პაკეტის იმპლემეტაციას კი საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიჰყავს. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ნატო-ს ოპერაციებში, განსაკუთრებით კი ავღანეთში, რასაც ძალიან ვაფასებთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, ნატო და მისი მოკავშირეები არ აღიარებენ არც აფხაზეთის და არც „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას. ისინი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. იმ საზღვრების შემადგენელი ნაწილი, რომელიც საერთაშორუსოდ არის აღიარებული. ასე რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






