"ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წარმომადგენელი გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტებზე პოზიციების შეჯერება და პარლამენტისთვის ერთიანი ვარიანტის წარდგენა მოხერხდეს.
"ხმების გაყოფის პერსპექტივას ვერ ვხედავ, რადგან ყველანი ვთანხმდებით, რომ დაცული უნდა იყოს ორი ლეგიტიმური ინტერესი – ერთი მხრივ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები, ოღონდა არა ერთმანეთის ხარჯზე. დაცვის რაც უფრო მაღალი ხარისხი იქნება, მით უფრო უკეთესია. ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე შემოთავაზებული წინადადება არის კარგი, ყოველ შემთხვევაში იმაზე უკეთესი, ვიდრე ამ მხრივ მოქმედი კანონია. გვგონია, რომ შეიძლება შეჯერებულ ვარიანტს მივაღწიოთ, რითაც ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია დასრულდება", - აცხადებს აგულაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






