ექსპერტი სერგი კაპანაძე ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას კაპანაძემ განაცხადა, რომ პუტინის და ხაჯიმბას დღევანდელი შეხვედრა, ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება:
„არაფერი ახალი ამაში არ არის, ეს არის შეთანხმება, რომელზეც ბოლო რამდენიმე თვეა საუბარია. კარგად გამოჩნდა, რომ რუსეთმა ეს შეთანხმება მოახვია თავს აფხაზურ საზოგადოებას. რა თქმა უნდა ბოლო ვერსიაში რაღაც ცვლილებები შევიდა, მაგრამ იდეა იგივეა, ანუ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ანექსიისკენ. ეს არ არის საბოლოო ანექსია, მაგრამ ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი, სწორედ ამ ტერიტორიის ანექსიაა. აფხაზები ამას შეეწინააღმდეგნენ, გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს, ხელშეკრულება შეცვლილი იქნა, მაგრამ საბოლოო ჯამში სურათი არ იცვლება. დომინირებს რუსეთი და მორიგი ნაბიჯი გადადგეს, რომ კიდევ უფრო დაიახლოვონ როგორც საბაჟო, ისე სამხედრო საზღვრების კონტროლი“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






