
ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი უახლოესი მომავლის პოლიტიკურ პროგნოზებს გვთავაზობს.
„პოლიტიკაში ივანიშვილი დაინგრევა და იმ ქვეყანასაც დაანგრევს, სადაც ის ამ სფეროში იქნება წარმოდგენილი. ის პოლიტიკისთვის არ არის დაბადებული. ჰოროსკოპის მიხედვით პოლიტიკაში მას შავი მთვარე ჰყავს- შავი მთვარე კი სატანური ძალაა. თითქოს პოლიტიკას თავი დაანება , მაგრამ , რეალურად , ნაცრისფერი კარდინალია, მის გარეშე არაფერი კეთდება.
მეგობრულად ვურჩევ თავი აარიდოს გადაცემებს, მას არა აქვს ქარიზმა და ვერც შეიცვლებ,ვერც ტემბრს შეიცვლის...“
„ირაკლი ღარიბაშვილი ჰოროსოკოპით კირჩხიბია, პოლიტიკური გამოცდილება აკლია, მაგრამ აქვს ინტუიცია, გონებამახვილია, ნიჭიერი, მაგრამ ამუხრუჭებს ის, რომჩარჩოშია მოქცეული, ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს, მის წესებს ემორჩილება , შესაბამისად არ ეძლევა განვითარების საშუალება...“
„მარგველაშვილი ქალწულის ზოდიაქოს კაცია და მამლის წელშია დაბადებული , ამიტომ „პლასტელინი“ ვერ იქნება, მამალია უკან არ დაიხევს, მერე რა , რომ ფილოსოფოსია, საკმაოდ პრინციპულია, არავის გაეთელინება...“
„ალასანია და სააკაშვილი შორს ვეღარ წავლენ, ორივე მშვილდოსნის ზოდიაქოა, ელით სტაგნაცია, მომდევნო 2-3 წელი მათთვის იქნება მძიმე, ყველა მშვილდოსანს გაუჭირდება რაიმეს მიღწევა-ვაზუსტებ, ამა წლის 24 დეკემბრიდან დაწყებული , მომავალი 2-3 წელი მათთვის მძიმე იქნება, პატარა გამონათება, შეიძლება ქონდეთ მომავალი წლის 16 ივლისიდან 19 სექტემბრამდე. სააკაშვილი საქართველოში ვეღარ გაილაღებს. უახლოეს წლებში სააკაშვილს დასაჭერად ექნება საქმე, წლების წინ აურა ენერგეტიკულად გავუსუფთავეთ მაგრამ ისევ დაიბინძურა. ვიცნობ რა მას , ის ყოველთვის ეცდება მასასთან ურთიერთობის ყველა შანსის გამოყენებას, ბუნებით ენერგოვამპირია, საკუთარი ენერგიით კვება არ აკმაყოფილებს...“
„ნაციონალური მოძრაობა შორს ვერ წავა, დიდი იმედები არ უნდა ჰქონდეთ..“
„გურამ შარაძის, ზურაბ ჟვანიას და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობები საბოლოოდ ვერ გაიხსნება, რომც თქვან გავხსენითო, ბევრი რამ მაინც დაიმალება...“
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






