თავშესაფრის მაძიებელი უცხოელი და ადგილობრივი დევნილები - დევნილთა სამინისტროს თავსატეხი
პოლიტიკა - 11:18, 24 Nov, 2014     1750

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, საქართველოში თავშესაფრის ბევრი მაძიებელი თუ ლტოლვილი მოდის.

ამის შესახებ სუბარმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თავშესაფრის მაძიებლები მოდიან ერაყიდან და სირიიდან, ასევე უკრაინიდან.

"საქართველოში ბევრი თავშესაფრის მაძიებელი თუ ლტოლვილი მოდის ერაყიდან და სირიიდან – არიან ქურთები, იეზიდები, არაბები. გვყავს ლტოლვილები უკრაინიდანაც. როცა ჩვენვე ათასობით დევნილი გვყავს, ცოტა ძნელია მათი დაკმაყოფილება, თუმცა, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ლტოლვილებს ბინების დაქირავებაში, ვაძლევთ თავშესაფარს მარტყოფში. აშშ-ის დახმარებით შენდება ლტოლვილთა ახალი თავშესაფარი, 120 კაცზე გათვალისწინებული კორპუსი", - აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, ადგილობრივ დევნილებზე მთავარ პრობლემად კვლავ მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა და მათი დასაქმების ხელშეწყობა რჩება.

"როდესაც სამინისტროში მოვედი, დამხვდა სტატისტიკა, რომ დაახლოებით 56 000 ოჯახია ბინით დასაკმაყოფილებელი. დასახლების გარდა, დევნილებში მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროსთან და შევიმუშავეთ დევნილთა დახმარების ერთობლივი პროექტები. დევნილთა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური საშუალებაა "სოფლად სახლის" პროგრანა, რომელიც გულისხმობს 20.000 ლარის ფარგლებში სოფელში სახლის ყიდვას იმ დევნილისთვის, რომელიც მზად არის ქალაქიდან სოფელში წავიდეს. პროგრამის ეფექტურობა მის სისწრაფეშია – ინფრასტრუქტურა მოგვარებულია, სახლს აქვს მიწა, რომლის დამუშავებაც შეუძლია, ადამიანს შემოსავალიც უჩნდება და თანამდევი სტრესიდანაც გამოდის", - აღნიშნავს სოზარ სუბარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42