აფხაზებისთვის,ისევე, როგორც ქართველებისთვის, ამ ხელშეკრულების ხელმოწერა კატასტროფის ტოლფასი იქნება - ასე აფასებს აფხაზეთის მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამაზ კუჩუბერია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შინაარსს.
"ამ შეთანხმებაში პირდაპირ წერია, რომ მისი გაფორმებისთვის 5 მილიარდს გადარიცხავენ.რა გამოვიდა - რომ აფხაზეთს ვყიდით? ყველაფრის შესახებ რუსული კანონი არსებობს, ჯარი შსს, საბაჟო და ჩვენ რაღა გვრჩება? გამოდის აფხაზეთი კი არა რუსეთი ვართ. გაუგებარია, რისთვის ვიბრძოდით - იმისთვის, რომ რუსი განაგებდეს ყველაფერს 5 მილიარდის სანაცვლოდ? ამას ხელი თუ მოვაწერეთ, ეს აფხაზი ხალხის სირცხვილი იქნება. მათ სურთ ამ ხელშეკრულების ნაწილობრივ გაფორმება, მაგრამ დღეს თუ ერთი გააფორმე, ხვალ კრემლი გაიძულებს გააფორმო მეორე. შესაძლოა მერე ხაჯიმბას თანამდებობაც დაატოვებინონ. ამას თუ ხელი მოეწერა, შიდა ომი გარდაუვალი იქნება", - აცხადებს კუჩუბერია რუსთავი2-თან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






