ვლადიმერ პუტინი დღეს სოჭში რაულ ხაჯიმბას ხვდება. სწორედ ამ შეხვედრაზე იგეგმება "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების" ხელმოწერაც.
დოკუმენტი საოკუპაციო რეჟიმსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
პუტინთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი შეთანხმების დადებით მხარეებზე "აფსნირუსთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
ხაჯიმბას თქმით, შეთანხმება პირველ რიგში კოლექტიური თავდაცვის სისტემის შექმნას და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნაზიციის შესაძლებლობას გულისხმობს.
„ეს ჩვენი უსაფრთხოების ხანგრძლივი გარანტიაა. ასევე, საქართველოსთან საზღვის ტექნიკურ უზრუნველყოფის შესაძლებლობა გვექნება. კიდევ ერთი ასპექტი კი კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას გულისხმობს “, – აცხადებს ხაჯიმბა.
დღესვე სოხუმში ერთდროულად ორი აქცია იმართება - რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმების მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პარალელურად შეიკრიბებიან.
მასალის გამოყენების პირობები






