,,დაგვავიწყეს სიტყვები ,,ხალხთა მეგობრობა“, როდესაც საბჭოთა ხალხებს ძმური კავირები და დიადი რუსული ენა აერთიანებდათ. ამით იწყება ჩვენი ნოსტალგია“ - ეს ვალერი სვარჩუკია, რომელიც ნაკლებად აფიშირებადი პერსობაა, მაგრამ უკვე 10 წელია, ხელმძღვანელობს საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირს “ოტჩიზნა”, რომელიც 31 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. 2000 წლიდან რუსეთის დუმის თანამემამულეთა საბჭოს წევრია. სწორედ მან უმასპინძლა რუსულ-კავკასიურ ფესტივალს თბილისში.
,,70 თანამონაწილე ჩამოვიყვანე ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყარჩაი-ჩერქეზეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, სტავროპოლის მხარიდან და სომხეთიდან“, - ამბობს სვარჩუკი. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვინ დააფინანსა ფესტივალი, სვარჩუკი პასუხობს, რომ მათ აქვთ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა მხარდამჭერი პროგრამა, ,,მცირე თანხა მოგვცა ,,როსსოტრუდნიჩესტვომ“, მაგრამ ფულზე ლაპარაკი ახლა არ ღირს“.
ვინ ეკუთვნის და რას საქმიანობს ,,როსსატრუდნიჩესტვო“:
ეს ფედერალური სააგენტო საზღვარგარეთ რუსეთის ე.წ. რბილი ძალის დასამკვიდრებლად დაფუძნდა, 2008 წლის 6 სექტემბერს. მისი ხელმძღვანელი კი კონსტანტინ კოსაჩოვია. ეს სააგენტო წელიწადში ნახევარ მილიონ დოლარს ხარჯავს.

ლავროვის კანტორა თბილისის ფესტივალის დაგეგმვაში, მონაწილეთა შერჩევაში, ტრანსპორტირებასა და სულიერი სიმაღლის შენარჩუნებაში აქტიურად იყო ჩართული.
,,რუსეთის საგარეო სქმეთა სამინისტრომ პიატიგორსკისა და ჩერკასკის არქიეპისკოპოსს წერილი გამოუგზავნა და ფესტივალზე სასულიერო პირის მოვლენა სთხოვა. ასე მოვხვდი თბილისში, იმედი მაქვს, ეს არ იქნება უკანასკნელი ღონისძიება, რომელსაც საქართველოში ჩავატარებთ. ადამიანთა შორის ურთიერთობა არ შეცვლილა, ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი“, - აცხადებს რუსი სასულიერო პირი.
საქართველოში ჩატარებულ ამ ფესტივალზე კაზაკთა საბრძოლო სიმღერაც ისმოდა.
,,ჩრდილოელ ძმებს“ საზღვარზე გადმოსვლისას პრობლემები არ შექმნიათ. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ანსამბლ „ელბრუსის“ წევრებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში ასეთივე ფესტივალში მონაწილეობდნენ, საზღვრის გადმოკვეთისას არც არაფერი ჰკითხეს.

,,არც არაფერი უკითხავთ“ - ამბობს ანსამბლის ერთ-ერთი წევრი.
ჩრდილოეთ ოსეთის დამსახურებული არტისტი ზალიანა ბასკაევა, თბილისის ფესტივალზე დემონსტრაციულად არ გამოვიდა, თუმცა შემდეგ იუარა, პოლიტიკა არაფერ შუაშიაო. ჟურნალისტის კითხვაზე ,,თქვენც დაგაჯერეს, რომ ქართელები მძინარე ცხინვალს ბომბავდნენ“ - ბასკაევა პასუხობს:
,,არა, ადამიანები ყოველთვის პოლიტიკის გარეთ ცხოვრობენ. ყველაფერს გადავიტანთ და მეგობრობას გავაგრძელებთ“.
„ნეტ ზემლი კრასივეი ჩემ როსია“.
მასალის გამოყენების პირობები






