,,იყო ღალატი და იყო თავში ავარდნაც... საქართველოს დასაკარგი დრო აღარ დარჩა!“ - სააკაშვილი
პოლიტიკა - 17:18, 23 Nov, 2014     3477
ვარდების რევოლუციამ შეცვალა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ასეულობით მილიონი ადამიანით დასახლებული რეგიონი, - საქართველოს ექსპრეზიდენტი ,,ვარდების რევოლუციის“ მე-11 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ წარმატებაზე მეტად, ვარდების რევოლუციის შეცდომებისა და მარცხის გაზიარებაა მნიშვნელოვანი.

,,ამ რევოლუციის და მისი რეფორმების მიერ გამოთავისუფლებული უზარმაზარი ადამიანური ენერგიის შედეგად კავკასიაში ასწლეულების განმავლობაში პირველად შეიქმნა ეფექტური სახელმწიფო. ვარდების რევოლუციამ არა მხოლოდ დაგვაბრუნა მსოფლიო რუკაზე, თავის ისტორიაში პირველად საქართველო გავიდა მთელს მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე - გახდა მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, ყველაზე უსაფრთხო და ერთერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით. ჩვენ გავხდით ქვეყანა რომელსაც მისაბაძ მაგალითად მიიჩნევენ ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნები ასევე უკრაინელები, მოლდაველები, ბელორუსები, ალბანელები, ტუნისელები, შუა აზიის ხალხები, ბევრი რუსი და მრავალი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. თვითონ საქართველოს შიგნით კითხვაზე არის თუ არა დღევანდელობა 2003 წელზე ბევრად უკეთესი - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია ერთი წუთით დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ ქვეყანა სადაც, საჯარო ინსტიტუტებს მთავრობის წარმომადგენლები კანონიერ ქურდებთან ერთად მართავენ საჯარო ინსტიტუტებს და კორუფცია იმდენად არის გაღვივებული, რომ ქრთამის მიცემა მოქალაქეების ერთადერთი გამოსავალია. ეკონომიკა და მოსახლეობა მუდმივ ენერგეტიკულ კრიზისშია: არ არსებობს სანდო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელი, ზოგიერთ რეგიონში უშუქობა კვირაობით გრძელდება. გზები ორმოებით არის სავსე. ქუჩასა და ციხეში ვითარებას კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებენ. ქურდობა, ყაჩაღობა, ავტომობილების ძარცვა, ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით ჩვეულებრივი მოვლენაა. ბიზნესი მუშაობს ჩრდილქვეშ, არაკანონიერად და კრიმინალის მფარველობით. 200,000-ზე მეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანი ქვეყნის მასშტაბით არის მიმოფანტული, უმეტესობას არ აქვს თავშესაფარი და ყველა ფაქტიურად მხოლოდ სახელმწიფოს მატერიალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. ყველაზე პოპულარული საექსპორტო პროდუქტი ჯართია. აი ასეთი იყო საქართველო 2003 წელს.

და მაინც წარსულზე ლაპარაკის ნაცვლად ვფიქრობ ახლა ყველამ მომავალზე უნდა ვისაუბროთ.

ვარდების რევოლუციის წარმატებებზე მეტად მისი მარცხები და შეცდომები უნდა გავიაზროთ. შეცდომები გაკვეთილებად ვაქციოთ და კარგად დავისწავლოთ. იყო ღალატი და იყო თავში ავარდნაც, ის ვინც ვერ გამოვიდა ბიუროკრატიის და ხელისუფლების ხიბლიდან და ჩარჩა თუნდაც უახლოეს წარსულში, ისინი პოლიტიკაში ბუნებრივად ჩანაცვლდებიან დღევანდელი მომენტის შესაბამისი უნარების და იდეების მქონე განახლებილი ძალებით. საქართველოს სჭირდება ახალი ერთობა და ენერგია ყოფნა არ ყოფნის პრობლემებთან გასამკლავებლად და შემდგომი წინსვლისთვის. "მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს". ახალი ვარსკვლავი ნიშნავს 21-ე საუკუნის ახალ გამოწვევებზე მორგებულ განათლებულ, თანამედროვე, წარმატებულ, მრავალეთნიკურ ქართულ საზოგადოებას.

ვარდების რევოლუციის მთავარი არსი არის მუდმივი მოძრაობა და განახლება. ბნელეთის და რეგრესის ძალები ჩვენ ისევ გვითრევენ ჭაობში და ამიტომ როგორც არასდროს საჭიროა ჩვენი ეროვნული სხეულის ყველა კუნთის დაძაბვა და სამშვიდობოსკენ დაჩქარებული ტემპით სვლა. საქართველოს დასაკარგი დრო აღარ დარჩა!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42