„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში ყოფნას ეწინააღმდეგებიან.
პარტიის ერთერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ე.წ ფარული მოსმენების კანონპროექტის პირველი ვარიანტი.
„გუშინ მე რაც მოვისმინე, უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, მაინც პირველ ვარიანტზე ყალიბდებიან, რაც არის ცუდი და მიუღებელი ჩვენთვის. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ გამოვიდეს გასაღები შინაგან სქმეთა სამინისტროდან, რადგან ეს იქნება რეალურად ეპოქალური ცვლილება, მაგრამ ამ ცვლილების თაობაზე ჯერ არ არის პოლიტიკუტრი ნება ხელისუფლებაში, ვახტანგ ხმალაძის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული ვარიანტი ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალია“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს, რომელიც ორი გასაღებიდან ერთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩენას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






