თბილისის საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს
პოლიტიკა - 17:51, 22 Nov, 2014     1410
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისიისა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებისა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობდნენ.

სხდომა ჩვეულებისამებრ, კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომისიის თავმჯდომარეებმა და დედპუტატებმა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც მათი თქმით აუცილებლად უნდა იყოს ასახული დედაქალაქის 2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე ასახულია კომისიის მიერ წამოყენებული 10-ზე მეტი ინიციატივა, თუმცა მისივე თქმით, მასში ასევე აუცილებელია ჩაიდოს სახელოვნებო სწავლების განვითარება, თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა, ბაგა–ბაღების პედაგოგებისათვის უფასო მგზავრობა, ბაგა–ბაღებში ორ ცვლიან სწავლებაზე გადასვლის საკითხები და სხვადასხვა მიმართულებები.

სხდომაზე, რომელზეც საკრებულოს განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, სახელდებისა და სიმბოლიკის და აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიები დედაქალაქის 2015 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტზე მსჯელობდნენ, სოციალური სფეროს, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს. სხდომას აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უახლოეს დღეებში გადაეგზავნება დასამტკიცებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42