ვისაც "ერთმორწმუნე" დამლაგებლების გჯერათ, მიბრძანდით, ჩრდილოეთისკენ
სოც.მედია - 16:51, 22 Nov, 2014     1662
”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე და ამ მოვლენის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

1. მათთვის, ვინც აღვივებს თემას, რომ ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია და საფრთხის მომტანია;

2. მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ ნატო-ს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი ილუზორულია;

3. მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთშია და კონკრეტულად ვ.პუტინის ხელშია ;

4. მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ თავდაცვითი საშუალებებით მომარაგება პროვოკაციული და მიშასეულია;

5. მათთვის, ვისაც ოდნავ მაინც ამის სჯერა, მინდა ნათლად და მკაფიოდ განვაცხადო:

ეულად, დიახ ეულად დარჩენილ, 180% შემობრუნებულ საქართველოს რუსეთი არასდროს დაუბრუნებს ტერიტორიებს, არამედ სრულად შეისრუტავს საქართველოს, თავის აფხაზეთით და სამაჩაბლოთი ევრაზიულ კავშირში. მანამდე კი რუსეთი მოითხოვს:

1. უარს ნატო-ში წევრობაზე;

2. უარს საქართველოს თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყოფაზე;

3. უარს ევროპულ ბაზარზე,

4. თანხმობას რუსული შეიარაღების ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე

5. თანხმობას აფხაზეთის რკინიგზაზე,

6. თანხმობას დაღესტანი-კახეთის გზატკეცილის ქართული მონაკვეთის რუსების მიერვე მშენებლობაზე,

7. თანხმობას მამისონის უღელტეხილზე ახალი გვირაბის გაყვანაზე,

8. თანხმობას კოდორის ხეობასთან შემაერთებელ კომუნიკაციებზე,

9. თანხმობას რუსული კომპანიებისთვის საქართველოს პორტების მიყიდვაზე,

10. თანხმობას რუსული კომპანიებისთვის საქართველოს გაზგამანწილებელი სისტემის პრივატიზებაში მონაწილეობაზე და ა.შ.

თუ ნატო-ში გაწევრიანება ილუზორულია, აბა ვინმეს გაქვთ ილუზია, რომ საქართველო ნატო-ზე უარს იტყვის და რუსეთი უკან წაიღებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებას და სიხარულით გაგვიშვებს ევროკავშირში ყველას ერთად გასაწევრიანებლად?

მოეშვით ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას. ვისაც "ერთმორწმუნე" დამლაგებლების გჯერათ, მიბრძანდით, აქედან იქეთ, ჩრდილოეთისკენ; გაგატარებთ. იქედან აქეთ კი, ტანკის ლულაზე, ბებია იაგოს ცოცხსავით მომჯდარს, ვერც თქვენ და ვერც სპონსორეებს ძალიან ბოდიში პათეტიკისთვის, მაგრამ ვერ შემოგატარებთ. ცოცხალი ყოველ შემთხვევაში! საქმე ჩემს შვილებს, მათ თანატოლებს და მომავალ თაობების ბედს ეხება. ამიტომაც მაინცდამაინც პათოსური მიმართვებისთვის ნამდვილად არ მცხელა! უბრალოდ, მე გაგაფრთხილეთ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42