ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში ღვინის ახალი ქარხანა გახსნა
პოლიტიკა - 15:08, 22 Nov, 2014     1216

კიდევ ერთი ახალი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსებით - პრემიერ-მინისტრმა ქედაში დღეს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ღვინის ახალი ქარხანა გახსნა.

საწარმო, რომელიც დასავლეთ საქართველოს უნიკალური ყურძნის ჯიშების მიღება-გადამუშავებას განახორციელებს, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად დაათვალიერა. პრემიერმა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და შეღავათიანი აგროკრედიტის წარმატებულ პროექტზე ისაუბრა.

„რაც შეეხება კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობას, ამ დარგში ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები მართლაც ძალიან წარმატებულია. 2 წლის განმავლობაში, რთველიდან მიღებულმა მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს მიაღწია. ასევე, 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 250 პროცენტით გაიზარდა. წარმატებულმა შედეგებმა მეტი სტიმული მისცა გლეხებს, ფერმერებს. რეგიონებში დაიწყო ახალი ვენახების ინტენსიური გაშენება. შენდება ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების ნერგები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ღვინის ქარხნის მშენებლობისთვის სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით 600 000 აშშ დოლარი გამოიყო, განხორციელებული ინვესტიცია კი მილიონ ლარს შეადგენს.

უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიით, ცისტერნებითა და სამაცივრე მეურნეობებით აღჭურვილი ქარხანა, გურია-აჭარის უნიკალური ყურძნის ჯიშებს მიიღებს და სრული დატვირთვის პირობებში 1000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42