ჩეხეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს გმობს და მოსკოვს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციაში, ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და გმობს რუსეთის ფედერაციის მცდელობას, ე.წ. მოკავშირეობის და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან გააფორმოს.
„ძალიან ვაფასებ ჩეხეთის სენატის ამ რეზოლუციას, ეს არის პირველი, ყველაზე სოლიდური ნიშანი მხარდაჭერისა. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო წესების და დამოუკიდებელი ქვეყნის არჩევანის წინააღმდეგ არავინ უნდა წავიდეს და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს ამ ნაბიჯს ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






